მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2025
გამოწერა
2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ უცხოეთის 26 სახელმწიფოს 219 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 4 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 219 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა რუსეთის მოქალაქეს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე 2 პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის ერთმა უცხოელმა მიიღო - თურქეთის მოქალაქემ, უარი სტატუსზე მიიღო 255-მა უცხოელმა.
სტატუსზე ყველაზე მეტი უარი ეთქვა თურქეთის, პაკისტანის და ირანის მოქალაქეებს.
ვის აძევებენ საქართველოდან?
2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ უცხოეთის 26 სახელმწიფოს 219 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე. გაძევებულთა შორის ასევე იყვნენ ჩინეთის, რუსეთისა და ეგვიპტეს მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0