https://sputnik-georgia.com/20250426/brzola-narkodanasaultan-saqartvelosi-martidan-80-mde-piri-daakaves-293049486.html
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: საქართველოში მარტიდან 80-მდე პირი დააკავეს
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: საქართველოში მარტიდან 80-მდე პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულთა უმეტესობას ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T15:29+0400
2025-04-26T15:29+0400
2025-04-26T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199028_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_1bfaaf3b4ef96e7210777cf69b7fc601.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიციამ 17 მარტიდან 25 აპრილამდე პერიოდში 78 ადამიანი დააკავა.დაკავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეების გარდა, ასევე იყვნენ აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, რუსეთის, რუმინეთის, უკრაინის, ყაზახეთის, მალაიზიის და ბელორუსის მოქალაქეები.დაკავებულთა უმეტესობას ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.ბოლო დაკავება შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა, სადაც ორი პირი დააკავეს, რომლებსაც „კოკაინი“, „მეტადონი“, „სუბუტექსი“, „ექსტაზი“, „ტრამადოლი“ და „ლირიკა“ აღმოაჩნდათ.ბრალდებების დასადასტურებლად, პოლიციამ ნარკოტიკების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელა.დაკავებულებს ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მცდელობისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის აქტიური დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტს წარედგინა რვა კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას და სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სასჯელის ვადების შეცვლას ისახავს მიზნად.მიღებული ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მყოფი დანაშაულების სიაში მოხვდა - ორგანიზებულ დანაშაულთან, რეკეტთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ერთად. ხოლო ნარკოგამსაღებლებისა და მათი ნათესავების ქონება, რომელიც კრიმინალური გზით არის მოპოვებული, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ.გარდა ამისა, მკაცრდება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული სასჯელები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199028_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_338fad8a35c8c7af706534335203974e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: საქართველოში მარტიდან 80-მდე პირი დააკავეს
დაკავებულთა უმეტესობას ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიციამ 17 მარტიდან 25 აპრილამდე პერიოდში 78 ადამიანი დააკავა.
დაკავებულებს შორის, საქართველოს მოქალაქეების გარდა, ასევე იყვნენ აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, რუსეთის, რუმინეთის, უკრაინის, ყაზახეთის, მალაიზიის და ბელორუსის მოქალაქეები.
დაკავებულთა უმეტესობას ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ბოლო დაკავება შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა, სადაც ორი პირი დააკავეს, რომლებსაც „კოკაინი“, „მეტადონი“, „სუბუტექსი“, „ექსტაზი“, „ტრამადოლი“ და „ლირიკა“ აღმოაჩნდათ.
ბრალდებების დასადასტურებლად, პოლიციამ ნარკოტიკების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა განახორციელა.
დაკავებულებს ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მცდელობისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის აქტიური დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტს წარედგინა რვა კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას და სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სასჯელის ვადების შეცვლას ისახავს მიზნად.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელმწიფოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მყოფი დანაშაულების სიაში მოხვდა - ორგანიზებულ დანაშაულთან, რეკეტთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ერთად. ხოლო ნარკოგამსაღებლებისა და მათი ნათესავების ქონება, რომელიც კრიმინალური გზით არის მოპოვებული, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ.
გარდა ამისა, მკაცრდება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და რეალიზაციისთვის განსაზღვრული სასჯელები.