https://sputnik-georgia.com/20250425/sida-qartlsi-ori-narkorealizatori-daakaves-293040809.html
შიდა ქართლში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს
შიდა ქართლში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-25T16:40+0400
2025-04-25T16:40+0400
2025-04-25T16:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ნარკოდანაშაული საქართველოში-2018
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება 33 და 34 წლის მამაკაცებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "კოკაინი", "მეტადონი", "სუბოტექსი", "ტრამადოლი", "ლირიკა", "ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ნარკოდანაშაული საქართველოში-2018, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შიდა ქართლში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება 33 და 34 წლის მამაკაცებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "კოკაინი", "მეტადონი", "სუბოტექსი", "ტრამადოლი", "ლირიკა", "ექსტაზი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.