https://sputnik-georgia.com/20250424/saqartveloshi-shemosvlis-wesi-martivdeba-293022770.html
საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება: რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ სიახლე
საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება: რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ სიახლე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T10:59+0400
2025-04-24T10:59+0400
2025-04-24T10:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263489215_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_46fc308ac59be8ab30ac5df0dcc15830.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 17 ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული პირობების დაცვით შეეძლებათ, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.დადგენილების თანახმად, იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, ყატარის, ქუვეითის სახელმწიფოებისა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.ამ პირობებით ქვეყანაში შემოსვლაზე შეღავათებს მიიღებენ ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერითრეის, იემენის, კამერუნის, კოტ-დ'ივუარის, კონგოს, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის და უგანდის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვრის კვეთისთვის ვიზა ესაჭიროებათ.საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა.2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ომანიდან გაიზარდა 82,1%-ით, ბაჰრეინიდან - 68,2%-ით, ქუვეითიდან - 38,9%-ით, საუდის არაბეთიდან - 21%-ით და ყატარიდან - 12,3%-ით. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კი ვიზიტორების რაოდენობა 4,8%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0a/263489215_89:0:1529:1080_1920x0_80_0_0_0ec4e151a00a82f8e4ecbd4d97ce2851.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება: რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ სიახლე
საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 17 ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული პირობების დაცვით შეეძლებათ, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, იმ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, ყატარის, ქუვეითის სახელმწიფოებისა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეეძლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.
ამ პირობებით ქვეყანაში შემოსვლაზე შეღავათებს მიიღებენ ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერითრეის, იემენის, კამერუნის, კოტ-დ'ივუარის, კონგოს, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიის და უგანდის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს საზღვრის კვეთისთვის ვიზა ესაჭიროებათ.
საქართველოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტურისტების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულად დაასახელა.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ომანიდან გაიზარდა 82,1%-ით, ბაჰრეინიდან - 68,2%-ით, ქუვეითიდან - 38,9%-ით, საუდის არაბეთიდან - 21%-ით და ყატარიდან - 12,3%-ით. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კი ვიზიტორების რაოდენობა 4,8%-ით შემცირდა.