https://sputnik-georgia.com/20250424/saqartveloshi-6-narkorealizatori-daakaves-293031295.html
საქართველოში ექვსი ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
საქართველოში ექვსი ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T21:37+0400
2025-04-24T21:37+0400
2025-04-24T21:37+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_fffa20c6e708d05ea636f6f6e65538c6.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 71 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის - ბელარუსის და აზერბაიჯანის მოქალაქეა. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას, გასაღების მომზადებას, გასაღების მცდელობასა და შეძენა-შენახვას ედავება. პოლიციამ ბრალდებულებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“, „მეტადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე, 18-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/16/287476366_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_508a5cc724974bdab44ef975fd2f5a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველოში ექვსი ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 71 წლამდეა, ორი უცხო ქვეყნის - ბელარუსის და აზერბაიჯანის მოქალაქეა. მათ შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებას, გასაღების მომზადებას, გასაღების მცდელობასა და შეძენა-შენახვას ედავება.
პოლიციამ ბრალდებულებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „კოკაინი“, „მეტადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19-260-ე, 18-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.