https://sputnik-georgia.com/20250424/revaz-soxadze-ministrad-dainishna-293032382.html
ცვლილება მთავრობაში: ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა
ცვლილება მთავრობაში: ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა
Sputnik საქართველო
ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T17:59+0400
2025-04-24T17:59+0400
2025-04-24T17:59+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_512f065df164daddd7f58774a4476bd6.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც გუშინ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ. კობახიძემ მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძის საქმიანობა შეაფასა, როგორც წარმატებული და მადლობა გადაუხადა.ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა. რაც შეეხება რევაზ სოხაძეს, ის წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პორტფელი თბილისის ვიცე-მერმა კახა გულედანმა დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1d007dc51320067286ec39500a933079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცვლილება მთავრობაში: ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა
ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე შეცვლის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც გუშინ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მინისტრის თანამდებობაზე ქარსელაძის საქმიანობა შეაფასა, როგორც წარმატებული და მადლობა გადაუხადა.
„ირაკლი ქარსელაძე წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი: საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით და მის მიერ განხორციელდა", - განაცხადა კობახიძემ.
ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
რაც შეეხება რევაზ სოხაძეს, ის წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე.
აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პორტფელი თბილისის ვიცე-მერმა კახა გულედანმა დაიკავა.