https://sputnik-georgia.com/20250423/vashadzes-50000-laris-girao-sheeparda-293021701.html
გიორგი ვაშაძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
გიორგი ვაშაძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T21:00+0400
2025-04-23T21:00+0400
2025-04-23T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669017_0:153:3067:1878_1920x0_80_0_0_3611f3e8ef60ba88a46020f8652de76e.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 15 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 8 აპრილს კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა.მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669017_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_0fc308fff2bc0f6668cb361bd854c88a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გიორგი ვაშაძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 15 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 8 აპრილს კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა.
მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ორთავე მათგანს, ისევე როგორც ოქრუაშვილს, ბრალი წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.