სტუდენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება: განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები აუდიტორიაში
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2025
გამოწერა
სტუდენტებზე სწავლის დასაფინანსებლად თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიაში 5 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში 2 ათასამდე განაცხადი შევიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას.
„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150 ათასი ან ნაკლები.
მერიის ინფორმაციით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 ათასამდე სტუდენტს გაეწია.
ყველა ახალი ამბავი
0