https://sputnik-georgia.com/20250423/sigaretis-kontrabandaze-erti-piri-daakaves-293010044.html
სიგარეტის კონტრაბანდა: დაკავებულია ერთი პირი
სიგარეტის კონტრაბანდა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T12:12+0400
2025-04-23T12:12+0400
2025-04-23T12:12+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 38,190 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 179 ათას ლარს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სიგარეტის კონტრაბანდა: დაკავებულია ერთი პირი
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 38,190 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 179 ათას ლარს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.