საქართველომ მსოფლიო ბანკისგან გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტიები მიიღო

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2025
გამოწერა
ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა ვაშინგტონში, ეკონომიკის მინისტრის აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და, ზოგადად, პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რაც საქართველოს, ზოგადად, კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე.
ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი როლი, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე.
აღინიშნა, რომ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პოსტპანდემიური პერიოდიდან ზრდის ორნიშნა ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.
ყველა ახალი ამბავი
0