https://sputnik-georgia.com/20250423/meria-metro-didubis-teritorias-moawesrigebs-293013633.html
თბილისის მერია მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს
თბილისის მერია მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის... 23.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-23T18:15+0400
2025-04-23T18:15+0400
2025-04-23T18:15+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250831103_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ac590334e439f5145319c842ad17c311.jpg
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ქაოსური სიტუაციაა - გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის ხელისუფლების სურვილია აღნიშნული სივრცის მოწესრიგება, რათა ქვეითებისა და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.კალაძის თქმით, მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე ე.წ. გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. „გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250831103_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7db83659ebc229259a7b5e38920f792a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ქაოსური სიტუაციაა - გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის ხელისუფლების სურვილია აღნიშნული სივრცის მოწესრიგება, რათა ქვეითებისა და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
კალაძის თქმით, მეტროს სადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე ე.წ. გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა.
„სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
„გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით.
ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.