ბრძოლა ფაროსანასთან: დასავლეთ საქართველოში სპეციალური სადგურების მოწყობა დაიწყო

© National Food Agency of Georgiaფაროსანასთან ბრძოლა
ფაროსანასთან ბრძოლა  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2025
გამოწერა
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მავნებელს აქტიურად ებრძვიან.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„მავნებლის გარკვეული რაოდენობის დაფიქსირებისთანავე დაიწყება კონტროლის ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიები ცივი შესხურებით და თერმული ნისლის მეთოდებით დამუშავდება. აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 ათასამდე სპეციალური ხაფანგი განთავსდება.
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. უწყების ცნობით, ღონისძიებები მუნიციპალიტეტების მიხედვით მონიტორინგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0