მმართველმა პარტიამ მუშაობის 13 წელი შეაჯამა - ვიდეო

გამოწერა
მმართველმა პარტიამ დაარსებიდან 13 წელი იზეიმა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება
„უმძიმეს პერიოდში საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, მან გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასე ეწოდა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად სერიოზული წარუმატებლობის პერიოდი შეიცვალა „უწყვეტი დემოკრატიული პროგრესით“. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა პირველი მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდში არ ყოფილა ომი და ვერ მოახერხეს „მეორე ფრონტის“ გახსნა.
„ქართული ოცნება“ დებს პირობას, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. „ჩვენ დავიცავთ სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0