https://sputnik-georgia.com/20250422/mkvlelobis-paqtze-ori-piri-daakaves-292993582.html
დაბა სტეფანწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დაბა სტეფანწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T17:28+0400
2025-04-22T17:28+0400
2025-04-22T17:28+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 33 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 27 წლის მამაკაცს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 46 წლის მამაკაცს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო 27 წლის მამაკაცი, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
დაბა სტეფანწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დაბა სტეფანწმინდაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
33 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 27 წლის მამაკაცს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 46 წლის მამაკაცს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო 27 წლის მამაკაცი, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.