https://sputnik-georgia.com/20250422/iaragis-ukanono-shenaxvistvis-18-piri-daakaves-292993998.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 18 პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 18 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T19:23+0400
2025-04-22T19:23+0400
2025-04-22T19:23+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_38f5c1d6d70d63f077dced18bce72c76.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 18 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები ბოლო პერიოდში თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 20-დან 69 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი". გამოძიება სსკ-ის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_94:0:1187:820_1920x0_80_0_0_12dd7660c2dc1003007fee2e5ee961b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 18 პირი
დანაშაული ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 18 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები ბოლო პერიოდში თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 20-დან 69 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები.
პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი".
გამოძიება სსკ-ის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.