2028 წლისთვის ღარიბი ადამიანების რაოდენობა შემცირდება - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი პროდუქტებით
მამაკაცი პროდუქტებით - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2025
გამოწერა
ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10%, რაც არის 370.000 ადამიანი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. 2028 წლისთვის საქართველოში სიღარიბის დონე 4%-მდე შემცირდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
საქართველოს მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა.
„სამჯერ არის დაახლოებით შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით... ჩვენი პროგრამის თანახმად, 4%-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის, რაც სავსებით შესაძლებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს აღებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები და სიღარიბის დონე დაახლოებით 10%-მდე უნდა იყოს შემცირებული.
„30% იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. 2023 წლის მონაცემებით, 11,8 %-მდეა ჩამოსული... ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ხალხი ბედნიერია და ყველა მდიდარია. მეტიც, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10%, რაც არის 370.000 ადამიანი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - განაცხადა პრემიერმა.
ბრძოლა სიღარიბესთან
სიღარიბესთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სიღარიბის შემცირება ქვეყანაში 2012 წელს დაიწყო.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა - 1,1 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 600 ათასამდე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სოციალურ დაუცველი ოჯახების რაოდენობა 2024 წლის დასაწყისიდან 1 ოქტომბრამდე 3,5%-ით გაიზარდა და 126,97 ათასი შეადგინა.
ამასთან, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების რაოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში 405-ით გაიზარდა და 26,7 ათასი შეადგინა. მთლიანობაში, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში 93 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40,7 ათასზე ცოტა მეტი - თბილისში.
მეტიც, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 454,2 ათასი ადამიანია, აქედან 253,2 ათასი - ქალია.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე: რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულა და მით მეტია გასაცემელი. დახმარების ოდენობა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე (მოზრდილზე). 16 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვის შემწეობა 200 ლარია.
დასაქმების ზრდა
კობახიძის თქმით, ბოლო სა, წელიწადში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო ოთხ წელიწადში საშუალო ხელფასი გაორმაგდა.
„ამ რიცხვებს ვერ გააყალბებ, ვინაიდან ამ დასაქმებულ ადამიანებს ბიუჯეტში შეაქვთ ფული. 195.000-ით მეტს შეაქვს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც თითქმის გაორმაგებულია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მან.
საქართველოში უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 14,2% შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უმუშევართა რაოდენობა 14,7 ათასი ადამიანით შემცირდა და 233,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0