https://sputnik-georgia.com/20250420/transporti-ufasod-imozravebs-292958995.html
როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში: დაწესებულებების მუშაობა, ტრანსპორტი, უქმეები
როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში: დაწესებულებების მუშაობა, ტრანსპორტი, უქმეები
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებებლი ეკლესია აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან. 20.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-20T12:00+0400
2025-04-20T12:00+0400
2025-04-20T12:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
აღდგომა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121447_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_861a47b2d3e64fe51e1b62432a11e453.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია - აღდგომის შემდეგ პირველ ორშაბათს კი საქართველოში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნება.მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე არა გლოვისთვის, არამედ რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა.ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი - ოფიციალური უქმე დღეა. მერიამ დანიშნა ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოებამდე უფასოდ გადაიყვანს.უწყების ცნობით: 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი იმოქმედებს. მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.სააღდგომო უქმეებზე, 22 აპრილამდე საქართველოში არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.მართლმადიდებელი სამყარო აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. საქართველოში მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121447_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7e563119fb0a13e2493b085e220927c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, აღდგომა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, აღდგომა , ახალი ამბები, საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში: დაწესებულებების მუშაობა, ტრანსპორტი, უქმეები
ქართული მართლმადიდებებლი ეკლესია აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია - აღდგომის შემდეგ პირველ ორშაბათს კი საქართველოში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნება.
მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავზე გადიან და, ტრადიციისამებრ, სააღდგომო ნამცხვარი და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. აღდგომის მეორე დღეს ადამიანები გადიან საფლავზე არა გლოვისთვის, არამედ რომ მიულოცონ თავიანთ გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომა.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი - ოფიციალური უქმე დღეა. მერიამ დანიშნა ავტობუსები, რომლებიც მოქალაქეებს სასაფლაოებამდე უფასოდ გადაიყვანს.
უწყების ცნობით: 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი იმოქმედებს. მუნიციპალური ტრანსპორტი 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მგზავრებს ქალაქის სასაფლაოებამდე უფასოდ მიიყვანს.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:
მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით — მეტრო „დიდუბის“ სადგურიდან;
კუკიისა და მახათას სასაფლაოებისკენ — „მარჯანიშვილის“ და „სადგურის მოედნის" მეტროს ტერიტორიებიდან
საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით — მეტრო „დელისიდან“
თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ — „სარაჯიშვილის“ მეტროდან;
ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით — შუამთისა და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩებიდან.
დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრობა ფასიანი იქნება. ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1 ლარია.
სააღდგომო უქმეებზე, 22 აპრილამდე საქართველოში არ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბანკები, სამთავრობო უწყებები და მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი სერვისები.
ამასთან, მაღაზიები, აფთიაქები, საზკვების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
მართლმადიდებელი სამყარო აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს 20 აპრილს აღნიშნავს. საქართველოში მორწმუნეები მეორე დღეს ტრადიციისამებრს საფლავებზე გადიან.