საქართველოს ხელისუფლება ფერმერებს მარწყვის მოყვანაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიმარწყვი
მარწყვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2025
გამოწერა
თანადაფინანსების აუცილებელ პირობას სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარწყვი და იონჯა იმ კულტურების ნუსხაში ​​შევიდა, რომელთა სათბურებში სარწყავი სისტემების მოწყობაზე ფერმერებს შეღავათები აქვთ.
მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების გარდა, წვეთოვანი და დაწვიმების სარწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსება გავრცელდება მარწყვის და იონჯის მრავალწლოვან კულტურებზეც.
თანადაფინანსების პროცენტული წილი თითოეულის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან 50% და 20.000 ლარი (დაწვიმების) და 30.000 ლარი (წვეთოვანის შემთხვევაში) იქნება. თანადაფინანსების აუცილებელ პირობას სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.
ამასთან, შემცირდა იმ მიწის ნაკვეთის ფართობი ზღვარი, სადაც სარწყავი სისტემა უნდა მოეწყოს. ადრე ეს 0,5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ცვლილებით კი 0,2 ჰექტრამდე დაიყვანეს.
პროგრამა ეხება სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებასაც, რომლის შემთხვევაშიც გაიზარდა სახელმწიფოს თანადაფინანსება 40%-დან 50%-მდე და 16.000 ლარიდან 20.000 ლარამდე.
ყველა ახალი ამბავი
0