დოლიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2025
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ავტომობილს აღმართიდან დაგორებული ავტომანქანა დაეცა, რომელიც შეჯახების შემდეგ ავტოფარეხებში გადაიჩეხა.
შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0