https://sputnik-georgia.com/20250420/--------292961705.html
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ვიდეო
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველოში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ. თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მორწმუნეები, იხილეთ ვიდეოში 20.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-20T02:01+0400
2025-04-20T02:01+0400
2025-04-20T11:02+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
აღდგომა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/14/292961488_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_2825df0f0cb419e65c5c6e707283644b.jpg
სააღდგომო წირვა, ტრადიციულად, დიდ შაბათს, გვიან საღამოს იწყება. ბევრი მორწმუნე ტაძარში წირვის დასრულებამდე, თითქმის დილამდე რჩება.ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.ქართული სააღდგომო სუფრა თავისი სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.ყველაზე საყვარელ და ფართოდ გავრცელებულ ტრადიციად, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რჩება „კვერცხის გატეხვის“ ტრადიცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/14/292961488_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_9fe21943a9274363ef74107bb8906ca1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, აღდგომა , видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, აღდგომა , видео
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ვიდეო
02:01 20.04.2025 (განახლებულია: 11:02 20.04.2025) საქართველოში ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ. თუ როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მორწმუნეები, იხილეთ ვიდეოში
სააღდგომო წირვა, ტრადიციულად, დიდ შაბათს, გვიან საღამოს იწყება. ბევრი მორწმუნე ტაძარში წირვის დასრულებამდე, თითქმის დილამდე რჩება.
ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას. მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.
ქართული სააღდგომო სუფრა თავისი სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.
ყველაზე საყვარელ და ფართოდ გავრცელებულ ტრადიციად, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რჩება „კვერცხის გატეხვის“ ტრადიცია.