https://sputnik-georgia.com/20250419/-wminda-cecxls-saqartvelosi-welsac-camoitanen-292956470.html
წმინდა ცეცხლს საქართველოში წელსაც ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს საქართველოში წელსაც ჩამოიტანენ
Sputnik საქართველო
წმინდა ცეცხლი მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელ ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს. 19.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-19T14:21+0400
2025-04-19T14:21+0400
2025-04-19T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
georgian airways
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/05/287759813_0:234:3072:1962_1920x0_80_0_0_a0373694e87200124381120b33e0511c.jpg
თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. წმინდა ცეცხლს, რომლის გარდამოსვლასაც ქართველი მორწმუნეებიც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ისრაელიდან საქართველოში ღამით 19 აპრილს Georgian Airways-ის რეგულარული რეისით ჩამოიტანენ.ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელ ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.წელსაც ქართველი მომლოცველები და სასულიერო პირები დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიას და პირადად ჩამოიტანენ მას საქართველოში.თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დროით, 23:40 საათზე დაეშვება.ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, საიდანაც მომლოცველებს მისი შინ წაღების საშუალება ექნებათ.მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/05/287759813_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_9ffddad14d7729f941a047197ad4457b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , georgian airways, რელიგია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი , georgian airways, რელიგია, საზოგადოება
წმინდა ცეცხლს საქართველოში წელსაც ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლი მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელ ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.
თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. წმინდა ცეცხლს, რომლის გარდამოსვლასაც ქართველი მორწმუნეებიც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ისრაელიდან საქართველოში ღამით 19 აპრილს Georgian Airways-ის რეგულარული რეისით ჩამოიტანენ.
ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელ ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.
წელსაც ქართველი მომლოცველები და სასულიერო პირები დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიას და პირადად ჩამოიტანენ მას საქართველოში.
თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დროით, 23:40 საათზე დაეშვება.
ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, საიდანაც მომლოცველებს მისი შინ წაღების საშუალება ექნებათ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.