https://sputnik-georgia.com/20250418/saqartvelo-qveyanasi-ucxoelebis-yofnis-wesebs-amkacrebs-292944926.html
საქართველო ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესებს ამკაცრებს
საქართველო ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესებს ამკაცრებს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების პროცედურა მარტივდება 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T13:06+0400
2025-04-18T13:06+0400
2025-04-18T13:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898350_0:138:3157:1914_1920x0_80_0_0_5059fe5c6af8eda0eeb5e25adc96c30c.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესების გამკაცრებას და საქართველოდან მათ გაძევებას ეხება.როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.კანონპროექტის სხვა დეტალები „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898350_426:0:3157:2048_1920x0_80_0_0_55dfc04a94e91704f74a625dd5538371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი
საქართველო ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესებს ამკაცრებს
ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების პროცედურა მარტივდება
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის წესების გამკაცრებას და საქართველოდან მათ გაძევებას ეხება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.
სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს.
შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
კანონპროექტის სხვა დეტალები „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.