https://sputnik-georgia.com/20250418/papuasvili-evrokavsirtan-uvizo-rejimis-secereba-politikuri-santajis-instrumentia-292947360.html
პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია
პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია
Sputnik საქართველო
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი 18.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-18T19:09+0400
2025-04-18T19:09+0400
2025-04-18T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589401_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8815b26debca8827e65559272a83c7aa.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირის განზრახვა გააძლიეროს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტია ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო შემოსვლის გაუქმების პროცესს 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ეს ეხება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, განაცხადა „რადიო თავისუფლების“ რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.მისი თქმით, როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად.„ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით [უვიზო მიმოსვლის შეჩერებას] ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა მან.პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ინტერვიუზე, რომელმაც თქვა, რომ ქართველი ხალხის დასჯა არავის სურს და რომ ვიზა ეს არის პრივილეგია, რასაც დაფასება უნდა.„სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმი, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას.პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ ეს არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ.იოზვიაკის თქმით, გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის - ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საკანონმდებლო ასამბლეის საბჭოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რათა მიღწეულიყო შეთანხმება უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ნათქვამია სტატიაში.კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც იზრდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს აჭარბებენ, ან როდესაც უვიზო მიმოსვლა გამოიყენება ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.ჯერჯერობით, ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ შეუჩერა ვიზალიბერალიზაცია: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ - სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუს, აღნიშნა იოზვიაკმა.2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტების გამოყენებით.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589401_49:0:1188:854_1920x0_80_0_0_9d2d899fec2a0b43f6c4688266e717b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირის განზრახვა გააძლიეროს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტია ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო შემოსვლის გაუქმების პროცესს 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ეს ეხება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, განაცხადა „რადიო თავისუფლების“ რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.
„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად.
„ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.
„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით [უვიზო მიმოსვლის შეჩერებას] ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ინტერვიუზე, რომელმაც თქვა, რომ ქართველი ხალხის დასჯა არავის სურს და რომ ვიზა ეს არის პრივილეგია, რასაც დაფასება უნდა.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმი, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას.
„დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ ეს არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ.
„ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იოზვიაკის თქმით, გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის - ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საკანონმდებლო ასამბლეის საბჭოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რათა მიღწეულიყო შეთანხმება უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ნათქვამია სტატიაში.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც იზრდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს აჭარბებენ, ან როდესაც უვიზო მიმოსვლა გამოიყენება ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.
ჯერჯერობით, ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ შეუჩერა ვიზალიბერალიზაცია: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ - სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუს, აღნიშნა იოზვიაკმა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტების გამოყენებით.