https://sputnik-georgia.com/20250417/saqartvelos-premieri-evrokjavsiris-savizo-politikis-sesazlo-gamkacrebas-gamoexmaura-292934866.html
საქართველოს პრემიერი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
მედიის ცნობით, ევროკავშირი 2025 წელს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას აპირებს. 17.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-17T15:23+0400
2025-04-17T15:23+0400
2025-04-17T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd3a088aa81883958374a09e12bfd8fe.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გაძლიერების შესახებ ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც იყენებს უვიზო რეჟიმს და არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო შემოსვლის გაუქმების პროცესს 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ეს ეხება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, იტყობინება „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს აღარ არის საბჭოთა რესპუბლიკა, იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ხოლო შანტაჟი - საბჭოთა მიდგომაა.„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს საბჭოური მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. რეალურად, არაფრით განსხვავდება დღევანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გავურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართებით“, - განაცხადა პრემიერმა.იოზვიაკის თქმით, გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის - ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საკანონმდებლო ასამბლეის საბჭოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რათა მიღწეულიყო შეთანხმება უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ნათქვამია სტატიაში.კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც იზრდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს აჭარბებენ, ან როდესაც უვიზო მიმოსვლა გამოიყენება ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.ჯერჯერობით, ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ შეუჩერა ვიზალიბერალიზაცია: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ - სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუს, აღნიშნა იოზვიაკმა.2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტების გამოყენებით.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_8cc8f7c903b9a7fdfc608199b418da4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველოს პრემიერი ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა
მედიის ცნობით, ევროკავშირი 2025 წელს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას აპირებს.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გაძლიერების შესახებ ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც იყენებს უვიზო რეჟიმს და არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირი 2025 წელს აპირებს გაამკაცროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო შემოსვლის გაუქმების პროცესს 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რითაც ისინი ამჟამად სარგებლობენ. ეს ეხება მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ასევე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, იტყობინება „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ თანაბრად ეხება 61 ქვეყანას და ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა აქაც მოახერხეს სპეკულირება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს აღარ არის საბჭოთა რესპუბლიკა, იგი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ხოლო შანტაჟი - საბჭოთა მიდგომაა.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს საბჭოური მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი დღეს სამწუხაროდ ძალიან ფართოდ არის გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. რეალურად, არაფრით განსხვავდება დღევანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გავურბოდით 1980-იანი წლებიდან მთელი შემართებით“, - განაცხადა პრემიერმა.
იოზვიაკის თქმით, გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირის სამი ინსტიტუტის - ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საკანონმდებლო ასამბლეის საბჭოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რათა მიღწეულიყო შეთანხმება უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. თუ ყველაფერი კარგად წავა, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს, ნათქვამია სტატიაში.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამჟამინდელი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს 2018 წლიდან, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში - მაგალითად, როდესაც იზრდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 90-დღიან ლიმიტს აჭარბებენ, ან როდესაც უვიზო მიმოსვლა გამოიყენება ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.
ჯერჯერობით, ევროკავშირმა მხოლოდ ერთხელ შეუჩერა ვიზალიბერალიზაცია: ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ - სამხრეთ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ვანუატუს, აღნიშნა იოზვიაკმა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტების გამოყენებით.