გაურკვეველი შეტყობინებები შსს-ს სახელით - რას აცხადებენ უწყებაში

© Ministry of Internal Affairs of Georgia112-ის ცენტრი
112-ის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2025
გამოწერა
აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტოში
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ხელმძღვანელის მხრიდან მოქალაქეებისთვის რაიმე სახის შეტყობინების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარჰყოფს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავცრელებულ განცხადებაში
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა. ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში", - ნათქვამია გამცხადებაში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.
ყველა ახალი ამბავი
0