https://sputnik-georgia.com/20250416/saqartvelos-universitetebsi-qartuli-enis-swavleba-kvlav-savaldebulo-gaxdeba-292917373.html
საქართველოს უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო გახდება
საქართველოს უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
2005 წელს საბაკალავრო პროგრამიდან ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება 16.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-16T10:50+0400
2025-04-16T10:50+0400
2025-04-16T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946803_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_5ee90fbd8da071b0072e8e39eddfd503.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის შესწავლა საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო ნაწილი გახდება, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.2005 წლამდე საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ ქართულმა ენამ სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლა, თანაც არაპროფილურ ფაკულტეტებზე.2005 წელს მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება, აღნიშნა მან.„იმ პერიოდში გაუქმდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის შესაბამისი კომისია, პარლამენტში გაუქმდა ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა ენის პალატა, საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოიღეს სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.საქართველოში 63 უნივერსიტეტია, აქედან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. ამასთან, მათი 64% თბილისში მდებარეობს.ქართულ უნივერსიტეტებში მომდევნო კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებში საკმარისი რაოდენობის კრედიტების დასაგროვებლად სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - სიას ფაკულტეტი აწვდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946803_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_1ae0e88721377dfe5fdac24a1ed4658b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
საქართველოს უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო გახდება
2005 წელს საბაკალავრო პროგრამიდან ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის შესწავლა საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო ნაწილი გახდება, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
2005 წლამდე საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო. რეფორმის შემდეგ ქართულმა ენამ სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლა, თანაც არაპროფილურ ფაკულტეტებზე.
„კომიტეტი უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში შესაბამის კანონებში შევა ცვლილებები. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება“, - განაცხადა მიქანაძემ.
2005 წელს მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება, აღნიშნა მან.
„იმ პერიოდში გაუქმდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის შესაბამისი კომისია, პარლამენტში გაუქმდა ქართული ენის ქვეკომიტეტი, გაუქმდა ენის პალატა, საჯარო სკოლებში შემცირდა ქართული ენის სწავლების საათები, ხოლო ბაკალავრიატზე მთლიანად ამოიღეს სავალდებულო პროგრამიდან ქართული ენის სწავლება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საქართველოში 63 უნივერსიტეტია, აქედან 19 საჯაროა, 44 კი კერძო. ამასთან, მათი 64% თბილისში მდებარეობს.
ქართულ უნივერსიტეტებში მომდევნო კურსზე გადასვლა მიღებული კრედიტების რაოდენობით განისაზღვრება. სავალდებულო საგნებში საკმარისი რაოდენობის კრედიტების დასაგროვებლად სტუდენტებმა უნდა აირჩიონ დამატებითი საგნები - სიას ფაკულტეტი აწვდის.