https://sputnik-georgia.com/20250416/dasavebulma-policielma-mxedveloba-dakarga-292927143.html
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა
Sputnik საქართველო
მიუხედავად აქტიური მოპყრობისა, თბილისში აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა ვერ გადაარჩინა 16.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-16T18:08+0400
2025-04-16T18:08+0400
2025-04-16T18:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291353908_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_74c01b1c5886bc39a037e06e4e8a433a.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისში, გასული წლის 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ თვალის არეში მძიმე დაზიანება რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად მიიღო. თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში. პოლიციელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში" და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში", თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმოქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნავენ უწყებაში. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის. აქციები თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291353908_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_a1102ec6389ff7fd52f1e4ff61c70d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა
მიუხედავად აქტიური მოპყრობისა, თბილისში აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა ვერ გადაარჩინა
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისში, გასული წლის 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს დაშავებულმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ თვალის არეში მძიმე დაზიანება რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად მიიღო.
„მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.
პოლიციელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა „გიუვენში" და სტამბოლში კლინიკა „აჯიბადემში", თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმოქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.