https://sputnik-georgia.com/20250413/bochorishvili-somxets-da-azerbaijans-sheuzliat-saqartvelos-imedi-hqondet-292890801.html
ბოჭორიშვილი: სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ საქართველოს დაეყრდნონ
ბოჭორიშვილი: სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ საქართველოს დაეყრდნონ
Sputnik საქართველო
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ორივე მეზობელთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. 13.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-13T19:00+0400
2025-04-13T19:00+0400
2025-04-13T18:59+0400
საქართველო
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0d/292889920_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_968dac7cb2c73420037538d76e528f34.jpg
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ საქართველოს დაეყრდნონ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ, იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო АзерТадж.ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს ორივე მეზობელთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.„ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობთ და აქაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს შეუძლიათ დაეყრდნონ და იგრძნონ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას დიალოგის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიას აქვს უზარმაზარი რეგიონული პოტენციალი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.მირზოიანმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „კონსტიტუციური პრეტენზიები შეიძლება სომხეთმაც წამოაყენოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მაგრამ ერევანმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგა“.ბაირამოვმა თავის სომეხ კოლეგას უპასუხა, რომ „სომხური მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში არ არის ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის შეცვლის გარეშე სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ალოგიკურია“.
საქართველო
თურქეთი
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/0d/292889920_68:0:1889:1366_1920x0_80_0_0_4c5f9c5cec217778a9b807bb5502c97f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ საქართველოს დაეყრდნონ
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ორივე მეზობელთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ საქართველოს დაეყრდნონ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ, იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო АзерТадж.
„ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ტარდება პანელური დისკუსია თემაზე „გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონული თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში“. განხილვებში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვი, მაკა ბოჭორიშვილი და არარატ მირზოიანი. მინისტრები განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს ორივე მეზობელთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
„ჩვენ გვაქვს გულწრფელი ინტერესი, ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობთ და აქაც გავიმეორებ, რომ საქართველო არის ადგილი, რომელსაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს შეუძლიათ დაეყრდნონ და იგრძნონ, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა შესაძლო საშუალებას დიალოგის ხელშესაწყობად ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიას აქვს უზარმაზარი რეგიონული პოტენციალი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მირზოიანმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „კონსტიტუციური პრეტენზიები შეიძლება სომხეთმაც წამოაყენოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მაგრამ ერევანმა ასეთი ნაბიჯი არ გადადგა“.
ბაირამოვმა თავის სომეხ კოლეგას უპასუხა, რომ „სომხური მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში არ არის ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის შეცვლის გარეშე სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ალოგიკურია“.