https://sputnik-georgia.com/20250411/saqartvelos-usamartlod-eqcevian-cavusorlu-natos-saparlamento-asambleaze-292872405.html
საქართველოს უსამართლოდ ექცევიან - ჩავუშოღლუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს უსამართლოდ ექცევიან - ჩავუშოღლუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
Sputnik საქართველო
მისი თქმით, საქართველო და თურქეთი ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს საერთაშორისო პლატფორმებზე, განაცხადა პოლიტიკოსმა 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T23:37+0400
2025-04-11T23:37+0400
2025-04-11T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262978827_0:61:3086:1797_1920x0_80_0_0_ebae2e9e2cb733066b3037bba3893d57.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები საქართველოს ძალიან უსამართლოდ ექცევიან და მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მოითხოვა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და დაიმუქრა, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაირიცხება.მისი თქმით, საქართველო და თურქეთი ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს საერთაშორისო არენაზე.„შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. როგორც ორ მეზობელს გვაქვს არაჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ თავიდანვე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - განაცხადა მან.მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბალანსებულ ურთიერთობებს ყველა მთავარ გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშესთან."მე მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის გარდაუვალია ურთიერთობების დაბალანსება ყველა მთავარ მოთამაშესთან. ეს ყველა მოთამაშეს უნდა ესმოდეს და პატივს სცემდეს. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ამას თურქეთი მხარს უჭერს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.თურქეთში ანტალიის დიპლომატიური ფორუმი მიმდინარეობს. 2025 წლის მთავარი თემაა - „ფრაგმენტირებულ მსოფლიოში დიპლომატიის აღდგენა“. პანელურ დისკუსიაზე „პარტნიორობა მრავალპოლუსურ ეპოქაში“ სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262978827_177:0:2908:2048_1920x0_80_0_0_419945510a970d0f0a0c4517d2543a33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ნატო
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა, ნატო
საქართველოს უსამართლოდ ექცევიან - ჩავუშოღლუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში
მისი თქმით, საქართველო და თურქეთი ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს საერთაშორისო პლატფორმებზე, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები საქართველოს ძალიან უსამართლოდ ექცევიან და მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მოითხოვა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და დაიმუქრა, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაირიცხება.
„საქართველოდ და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველა პლატფორმაზე. ამას ვაკეთებთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც, სადაც მე თურქეთის დელეგაციას ვხელმძღვანელობ. ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები ძალიან უსამართლოდ ექცევიან საქართველოს, ვთხოვდი მათ, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, საქართველო და თურქეთი ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს საერთაშორისო არენაზე.
„შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. როგორც ორ მეზობელს გვაქვს არაჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ თავიდანვე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბალანსებულ ურთიერთობებს ყველა მთავარ გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშესთან.
"მე მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის გარდაუვალია ურთიერთობების დაბალანსება ყველა მთავარ მოთამაშესთან. ეს ყველა მოთამაშეს უნდა ესმოდეს და პატივს სცემდეს. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ამას თურქეთი მხარს უჭერს", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთში ანტალიის დიპლომატიური ფორუმი მიმდინარეობს. 2025 წლის მთავარი თემაა - „ფრაგმენტირებულ მსოფლიოში დიპლომატიის აღდგენა“. პანელურ დისკუსიაზე „პარტნიორობა მრავალპოლუსურ ეპოქაში“ სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.