https://sputnik-georgia.com/20250411/internetit-14-wlamde-asakis-bavsvebs-ukavsirdeboda-pedofili-daakaves-292865265.html
ინტერნეტით 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა: საქართველოში 45 წლის პედოფილი დააკავეს
ინტერნეტით 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა: საქართველოში 45 წლის პედოფილი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 11.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-11T15:24+0400
2025-04-11T15:24+0400
2025-04-11T15:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613733_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_1c15f7c69fbf2c6fa8fb897b08707258.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალურ ქსელელში ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა. ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, საიდანაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან ჰქონდა კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი, აღნიშნავენ უწყებაში. სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს, აღნიშნულია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613733_516:461:2631:2047_1920x0_80_0_0_a2dc2c3b3b63a560874915ed257a4b0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ინტერნეტით 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა: საქართველოში 45 წლის პედოფილი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალურ ქსელელში ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.
უწყების ცნობით, 2025 წლის თებერვალში ბრალდებული 14 წლის გოგონას სოციალური ქსელით დაუკავშირდა, მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინაЮ პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა.
ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.
ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, საიდანაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან ჰქონდა კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი, აღნიშნავენ უწყებაში. სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს, აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყება ასევე საზოგადოებას შეახსენებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის - 199 მეშვეობით.