ლავროვმა დსთ-ის მინისტრებთან რუსეთ-ამერიკის კონტაქტებზე ისაუბრა

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2025
გამოწერა
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დსთ-ელ კოლეგებს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონტაქტებზე ვესაუბრე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ვაშინგტონის ხელშეწყობას უკრაინის დარეგულირების საკითხში.
„ვესაუბრე ჩვენს კოლეგებს, გავაცანი ამერიკელებთან კონტაქტების ზოგი დეტალი — სხვადასხვა დონეზე; მათ შორის, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინული კრიზისის დარეგულირებისთვის ხელშეწყობის საკითხებზეც. პრეზიდენტი ტრამპი ყოველ ჯერზე უსვამს ხაზს იმას, რომ დაინტერესებულია ამით“, — თქვა ლავროვმა.
დსთ-ის აგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ალმა-ათაში დღეს გაიმართა ვიწრო შემადგენლობით. რუსეთის დელეგაციას სხდომაზე სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა.
ყველა ახალი ამბავი
0