ნარკოტიკის გასაღებას „ტელეგრამით“ ცდილობდა - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2025
გამოწერა
26 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - Telegramm-ის გამოყენებით ცდილობდა.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0