https://sputnik-georgia.com/20250410/fuls-szalavdnen-da-asantajebdnen-dakavebulia-sami-piri-292856129.html
ფულს სძალავდნენ და აშანტაჟებნენ - აჭარაში სამი პირი დააკავეს
ფულს სძალავდნენ და აშანტაჟებნენ - აჭარაში სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამკვიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 10.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-10T17:43+0400
2025-04-10T17:43+0400
2025-04-10T17:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/63/242826353_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b436e28c50241c6c5d925b29ea060daf.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორ მათგანს, 30 და 34 წლის მამაკაცებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია, ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო 32 წლის მამაკაცი კი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150.000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა. ბრალდებულები მას სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამკვიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/63/242826353_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_fad1ef65029542b92d9fa6445d7d324c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ფულს სძალავდნენ და აშანტაჟებნენ - აჭარაში სამი პირი დააკავეს
ბრალის დამკვიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ორ მათგანს, 30 და 34 წლის მამაკაცებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია, ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო 32 წლის მამაკაცი კი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150.000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა.
ბრალდებულები მას სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამკვიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.