https://sputnik-georgia.com/20250409/qartuli-biznesi-2025-wels-investiciebis-gazrdas-gegmavs-292840152.html
ქართული ბიზნესი 2025 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
ქართული ბიზნესი 2025 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
Sputnik საქართველო
დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამშენებლო და მომსახურების სექტორში დაფიქსირდა. 09.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-09T17:49+0400
2025-04-09T17:49+0400
2025-04-09T17:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d674aebe3d26c73715c10a19fea0f8d1.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათი ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ((BAG)) მიერ ჩატარებულ ინვესტიციების კვლევაში. ინვესტიციების კვლევა „BAG ინდექსის" ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და მიმოიხილავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათი ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 2025 წლის 17 თებერვლიდან 5 მარტამდე. კვლევაში აღნიშნულია, რომ დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამშენებლო და მომსახურების სექტორებშია დაფიქსირებული. სამშენებლო სექტორში გამოკითხული კომპანიების 67% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას, ხოლო მომსახურების სექტორში – 66%. გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 71% ვარაუდობს , რომ გაზრდიან ინვესტიციებს აღურვილობის მიმართულებით. 59% გეგმავს ინვესტირებას შენობა- ნაგებობებში, ხოლო 57% ელოდება ინვესტიციების ზრდას პროგრამული უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, ყოველი ჰოლდინგი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264714104_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f699271243c22204939d387e1c9d9dd3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
ქართული ბიზნესი 2025 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამშენებლო და მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათი ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ((BAG)) მიერ ჩატარებულ ინვესტიციების კვლევაში.
ინვესტიციების კვლევა „BAG ინდექსის" ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და მიმოიხილავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათი ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 2025 წლის 17 თებერვლიდან 5 მარტამდე.
„გამოკითხული კომპანიების 64%-მა განაცხადა, რომ მათი მთლიანი ინვესტიციის მოცულობა 2025 წელს გაიზრდება 2024 წელთან შედარებით. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 29% არ ელოდება ინვესტიციების მთლიანი მოცულობის ცვლილებას, ხოლო 7% კი ელოდება ინვესტიციების შემცირებას“, - ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამშენებლო და მომსახურების სექტორებშია დაფიქსირებული.
სამშენებლო სექტორში გამოკითხული კომპანიების 67% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას, ხოლო მომსახურების სექტორში – 66%.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 71% ვარაუდობს , რომ გაზრდიან ინვესტიციებს აღურვილობის მიმართულებით. 59% გეგმავს ინვესტირებას შენობა- ნაგებობებში, ხოლო 57% ელოდება ინვესტიციების ზრდას პროგრამული უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, ყოველი ჰოლდინგი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.