პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი - საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბრალის დამტკიდების შემთხვევაში დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი პირია, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბუტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტროსასწორები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0