https://sputnik-georgia.com/20250408/ertian-erovnul-gamocdebze-registraqcia-2-aprils-dasrulda-292822544.html
ეროვნული გამოცდები: როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საგნის, გამოცდის ენის, ქალაქის შეცვლა?
ეროვნული გამოცდები: როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საგნის, გამოცდის ენის, ქალაქის შეცვლა?
Sputnik საქართველო
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 2 აპრილს დასრულდა. 08.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-08T13:00+0400
2025-04-08T13:00+0400
2025-04-08T13:00+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0c/267381710_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_6530726a02ea3153b4c8b80b6d0767c2.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საგნების არჩევა, დამატება ან შეცვლა, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ. 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითად ეტაპი 2 აპრილს დასრულდა - გამოსაცდელს უნდა შეევსო პირადი მონაცემები, აერჩია საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამასთან, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები დაიშვებიან.უწყების ცნობით, დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0c/267381710_43:0:2772:2047_1920x0_80_0_0_409f4e01b3cebeece619c317cd76be19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება
ეროვნული გამოცდები: როდემდე შეუძლიათ აბიტურიენტებს საგნის, გამოცდის ენის, ქალაქის შეცვლა?
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 2 აპრილს დასრულდა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საგნების არჩევა, დამატება ან შეცვლა, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ.
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითად ეტაპი 2 აპრილს დასრულდა - გამოსაცდელს უნდა შეევსო პირადი მონაცემები, აერჩია საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.
„აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ 10 აპრილის 18:00 საათამდე მათ შეუძლიათ შეცვალონ საგამოცდო ქალაქი, საგანთა ჩამონათვალი. მათ, ვინც 2 აპრილამდე გადაიხადა საგამოცდო რეგისტრაციის საფასური და სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, მათაც აქვთ უფლება და საშუალება, რომ გაიარონ რეგისტრაცია”, - აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეები დაიშვებიან.
უწყების ცნობით, დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.