https://sputnik-georgia.com/20250407/umaglesma-sabchom-ministrta-kabineti-daamtkica-292814168.html
უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა 4 აპრილს წარადგინა. 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T16:11+0400
2025-04-07T16:11+0400
2025-04-07T16:11+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636982_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_137f21e0c8d7dd7c8730faa61470fd4c.jpg
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს ერთიანად უყარეს კენჭი და 12 ხმით დაამტკიცეს.კენჭისყრამდე კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა 4 აპრილს წარადგინა. აღნიშნული პოსტი ვაკანტური პარასკევს, მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე რიჟვაძე გადადგა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების პოლიციის უფროსი და ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი.2024 წლის დეკემბრის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თამაზაშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამასთან, თამაზაშვილი შსს-ს სხვა დასანქცირებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636982_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a56df798fcddee3a2a51dcbefd0799e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები
უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა 4 აპრილს წარადგინა.
თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს ერთიანად უყარეს კენჭი და 12 ხმით დაამტკიცეს.
კენჭისყრამდე კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.
„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.
პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა 4 აპრილს წარადგინა. აღნიშნული პოსტი ვაკანტური პარასკევს, მას შემდეგ გახდა, რაც თორნიკე რიჟვაძე გადადგა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.
სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების პოლიციის უფროსი და ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა თამაზაშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამასთან, თამაზაშვილი შსს-ს სხვა დასანქცირებულ მაღალჩინოსნებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.