https://sputnik-georgia.com/20250407/policiam-narkodanashaulistvis-4-piri-daakava-292813547.html
კანფეტივით შეფუთული ნარკოტიკი და დრონით მოძებნილი „დასადები" -პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
კანფეტივით შეფუთული ნარკოტიკი და დრონით მოძებნილი „დასადები" -პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 07.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-07T15:29+0400
2025-04-07T15:29+0400
2025-04-07T15:29+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/07/292812092_105:0:1069:542_1920x0_80_0_0_b6c65046470df8f73a3cc5f634cf86ac.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარასა და კახეთში ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი უცხოეთის მოქალაქეა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ბათუმში დაკავებულთა შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეტადონი" „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 26 წლის ახალგაზრდა არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით კახეთში დააკავეს.პოლიციამ დაკავებულის პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/07/292812092_225:0:948:542_1920x0_80_0_0_02553e02358b383a9fe7f9be44e8642e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
კანფეტივით შეფუთული ნარკოტიკი და დრონით მოძებნილი „დასადები" -პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარასა და კახეთში ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი უცხოეთის მოქალაქეა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ბათუმში დაკავებულთა შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეტადონი" „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.
„ამოღებულ ნარკოტიკებს შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის, უკრაინის მოქალაქის მიერ ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული ნარკოტიკი. პოლიციამ ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო ელექტროსასწორები, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 26 წლის ახალგაზრდა არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით კახეთში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-6 და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.