https://sputnik-georgia.com/20250405/surogaciis-taglitobis-braldebit-34-wlis-qali-daakaves-292800687.html
სუროგაციის თაღლითობის ბრალდებით 34 წლის ქალი დააკავეს
სუროგაციის თაღლითობის ბრალდებით 34 წლის ქალი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-05T19:00+0400
2025-04-05T19:00+0400
2025-04-05T19:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისში პოლიციამ 34 წლის ქალი სუროგაციის თაღლითობის ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაუკავშირდა წყვილს, რომელსაც სუროგაციის გზით შვილის გაჩენა სურდა.შეთანხმების დადების შემდეგ ბრალდებულმა დაარწმუნა წყვილი, რომ თითქოს ორმა სუროგატმა დედამ მათთვის გოგონები გააჩინეს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და მათგან დამატებითი თანხა აიღო ახალშობილების სამკურნალოდ.შედეგად, დაკავებული ქალი თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების 310 727 ლარს და 15 500 აშშ დოლარს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, დიდი ოდენობით) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სუროგაციის თაღლითობის ბრალდებით 34 წლის ქალი დააკავეს
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისში პოლიციამ 34 წლის ქალი სუროგაციის თაღლითობის ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაუკავშირდა წყვილს, რომელსაც სუროგაციის გზით შვილის გაჩენა სურდა.
შეთანხმების დადების შემდეგ ბრალდებულმა დაარწმუნა წყვილი, რომ თითქოს ორმა სუროგატმა დედამ მათთვის გოგონები გააჩინეს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და მათგან დამატებითი თანხა აიღო ახალშობილების სამკურნალოდ.
შედეგად, დაკავებული ქალი თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების 310 727 ლარს და 15 500 აშშ დოლარს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, დიდი ოდენობით) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.