თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

© courtesy of Tornike Rizhvadzeთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2025
გამოწერა
რიჟვაძემ მმართველ გუნდს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
„მივიღე გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს", - დაწერა რიჟვაძემ სოციალურ ქსელში.
რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.
„ვრჩები ,,ქართული ოცნების" ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, არაერთი დიდი გამარჯვება გველოდება წინ", - განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე 2018 წელს დაამტკიცა. მანამდე ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც.
თორნიკე რიჟვაძეს განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.
ყველა ახალი ამბავი
0