მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3,3 ათასამდე გაიზარდა

© AP Photo / Aung Shine Ooმიწისძვრა მიანმარში
მიწისძვრა მიანმარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2025
გამოწერა
ამ დროისთვის ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3301-მდე გაიზარდა, იტყობინება პარასკევს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.
მიანმარში მიწისძვრა 28 მარტის ღამეს მოხდა, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო. ბიძგები მეზობელ ქვეყნებში - ბანგლადეშში, ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდსა და ლაოსში იგრძნობოდა. მიწისძვრა ბელარუსმა სეისმოლოგებმაც დააფიქსირეს.
„როგორც ტელევიზიის კორესპონდენტმა 4 აპრილს შეიტყო, მიანმარში დამანგრეველ მიწისძვრას 3301 ადამიანი ემსხვერპლა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ დაახლოებით 4,8 ათასი ადამიანი დაშავდა, 220-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მიანმარის რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და უფროსმა გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს ნებისმიერი უცხოური დახმარება.
ყველა ახალი ამბავი
0