პუტინმა საერთაშორისო პლატფორმებზე ჩინეთთან თანამშრომლობა შეაფასა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2025
გამოწერა
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მოსკოვი და პეკინი ერთობლივად და წარმატებით მუშაობენ ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროში, ბრიქსსა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის კრემლში უმასპინძლა და შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მაისში ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს ელის მოსკოვში ვიზიტით.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებზე და ვიმსჯელოთ ჩვენს ურთიერთქმედებებზე საერთაშორისო პლატფორმებზე, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, არის გაერო, გაეროს უშიშროების საბჭო, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ბრიქსი და მთელი რიგი სხვა პლატფორმები, სადაც ჩვენ ერთობლივად და წარმატებით ვთანამშრომლობთ“, — აღნიშნა
ვან ი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით 31 მარტს ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევით და ქვეყანაში 2 აპრილამდე დაჰყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0