https://sputnik-georgia.com/20250331/tbilisshi-konstantinepolis-patriarqis-winaagmdeg-aqcia-gaimarta-292742548.html
თბილისში კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
თბილისში კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობის პრეტენდენტია, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია... 31.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-31T20:47+0400
2025-03-31T20:47+0400
2025-03-31T20:48+0400
საქართველო
აშშ
თურქეთი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1f/292736920_203:0:1663:821_1920x0_80_0_0_d73ebe05ea9f52cd8d135e0a1757083a.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში, თურქეთის საელჩოს შენობის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობის პრეტენდენტია, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და აშშ-ის პოლიტიკას ატარებს. „„ბართოლომეოსს საერთოდ არ ჰყავს მრევლი და თავად იგი იმართება შეერთებული შტატების მიერ. ამაზე მოწმობს არა მხოლოდ დასავლურ მედიაში ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციები, არამედ თუნდაც ბართოლომეოსის ზედმეტად ხშირი შეხვედრები აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი უმრევლო პატრიარქს თავისი მმართველობის პერიოდში (ჯერ როგორც ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ როგორც პრეზიდენტი) ოთხჯერ ხვდება. ნუთუ აშშ-ის პრეზიდენტს მეტი საქმე არ აქვს? მაგრამ ეს შეხვედრები მოწმობს იმას, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სწორედ ბართლომეოსის ხელით კეთდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ. პიკეტის მონაწილეებს ჰქონდათ გამოფენილი შემდეგი შინაარსის პლაკატები : „მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია!“, „რეალური მართლმადიდებლები და რეალური მუსლიმები მეგობრები არიან!“, „ბაიდენის საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება თურქეთის მეგობარი“ და სხვ.გუშინ, თბილისში ასევე გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ბართოლომეოსის სახიფათო, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის დეტალები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები. კონფერენციაზე გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა ბართოლომეოსისადმი ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის პრეტენზიები.„ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თურქ მეზობლებს, რომ ასეთი პიროვნება - ბართოლომეოსი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის პასპორტს ფლობს ანუ თურქეთის მოქალაქეა, ვერ იქნება თურქეთის სახელმწიფოს ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. ბართოლომეოსი არის იარაღი გლობალური ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ და დაანგრიონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
საქართველო
აშშ
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1f/292736920_385:0:1480:821_1920x0_80_0_0_1c42d6f375775491d7441052c84c9e57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , თურქეთი , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , თურქეთი , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში კონსტანტინოპოლის პატრიარქის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
20:47 31.03.2025 (განახლებულია: 20:48 31.03.2025) აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობის პრეტენდენტია, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და აშშ-ის პოლიტიკას ატარებს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში, თურქეთის საელჩოს შენობის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობის პრეტენდენტია, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და აშშ-ის პოლიტიკას ატარებს.
„„ბართოლომეოსს საერთოდ არ ჰყავს მრევლი და თავად იგი იმართება შეერთებული შტატების მიერ. ამაზე მოწმობს არა მხოლოდ დასავლურ მედიაში ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციები, არამედ თუნდაც ბართოლომეოსის ზედმეტად ხშირი შეხვედრები აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი უმრევლო პატრიარქს თავისი მმართველობის პერიოდში (ჯერ როგორც ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ როგორც პრეზიდენტი) ოთხჯერ ხვდება. ნუთუ აშშ-ის პრეზიდენტს მეტი საქმე არ აქვს? მაგრამ ეს შეხვედრები მოწმობს იმას, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სწორედ ბართლომეოსის ხელით კეთდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ.
პიკეტის მონაწილეებს ჰქონდათ გამოფენილი შემდეგი შინაარსის პლაკატები : „მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია!“, „რეალური მართლმადიდებლები და რეალური მუსლიმები მეგობრები არიან!“, „ბაიდენის საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება თურქეთის მეგობარი“ და სხვ.
გუშინ, თბილისში ასევე გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ბართოლომეოსის სახიფათო, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის დეტალები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები.
კონფერენციაზე გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა ბართოლომეოსისადმი ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის პრეტენზიები.
„ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თურქ მეზობლებს, რომ ასეთი პიროვნება - ბართოლომეოსი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის პასპორტს ფლობს ანუ თურქეთის მოქალაქეა, ვერ იქნება თურქეთის სახელმწიფოს ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. ბართოლომეოსი არის იარაღი გლობალური ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ და დაანგრიონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.