https://sputnik-georgia.com/20250331/policiis-avtomobilis-dazianebistvis-rusetis-moqalaqe-daakaves-292729936.html
აქციაზე პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
აქციაზე პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 31.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-31T13:49+0400
2025-03-31T13:49+0400
2025-03-31T13:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287659747_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ea0b29423d02e6928b4eaa41106d4833.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე 30 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყებ8ის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რუსეთის მოქალაქე „სხვისი ნივთის დაზიანების" ბრალდებით არის დაკავებული, დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს. აქციები თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287659747_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b49cabfa1b0a9e620d3b6241b6428f1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
აქციაზე პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე 30 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყებ8ის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის მოქალაქე „სხვისი ნივთის დაზიანების" ბრალდებით არის დაკავებული, დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.