https://sputnik-georgia.com/20250330/deputati-qartul-politikashi-omis-partiebis-adgili-ar-aris-292728015.html
დეპუტატი: ქართულ პოლიტიკაში ომის პარტიების ადგილი არ არის
დეპუტატი: ქართულ პოლიტიკაში ომის პარტიების ადგილი არ არის
Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს, გაჯანსაღდეს და განახლდეს ისეთი პარტიებით, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგება მმართველ პარტიას და არა საკუთარ სამშობლოს, განაცხადა... 30.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-30T22:07+0400
2025-03-30T22:07+0400
2025-03-30T22:23+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ომის პარტიებს, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა. საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.მისი თქმით, ქართული პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს, გაჯანსაღდეს და განახლდეს ისეთი პარტიებით, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგება მმართველ პარტიას და არა საკუთარ სამშობლოს.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადება კანონის სრული დაცვით იქნება მიღწეული.„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია მოხვდა პარლამენტში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, მაგრამ უარი თქვა „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზეც კი უკვე მკაფიოდ იკვეთება, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდება. საკონსტიტუციო სასამართლოც გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, დარწმუნებულია იგი.„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
დეპუტატი: ქართულ პოლიტიკაში ომის პარტიების ადგილი არ არის
22:07 30.03.2025 (განახლებულია: 22:23 30.03.2025) ქართული პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს, გაჯანსაღდეს და განახლდეს ისეთი პარტიებით, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგება მმართველ პარტიას და არა საკუთარ სამშობლოს, განაცხადა მათიკაშვილმა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ომის პარტიებს, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა. საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
„ომის და ღალატის პარტიებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, რა თქმა უნდა არაფერი ესაქმებათ ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ქართული პოლიტიკა უნდა გაიწმინდოს, გაჯანსაღდეს და განახლდეს ისეთი პარტიებით, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგება მმართველ პარტიას და არა საკუთარ სამშობლოს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადება კანონის სრული დაცვით იქნება მიღწეული.
„იქნება სამართლებრივი, კონსტიტუციური პროცესი, შესაბამისი სარჩელით და მხოლოდ კანონის სრული დაცვით, იმ ფაქტების შეფასებით, რომელიც გაჟღერდა არაერთგზის უკვე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად არის ცნობილი. მოხდება ზუსტი შეფასება ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის და გამოტანილი იქნება ვერდიქტი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ქვეშ ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის ყოფილ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს. ყველა ეს პარტია მოხვდა პარლამენტში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, მაგრამ უარი თქვა „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე.
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზეც კი უკვე მკაფიოდ იკვეთება, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდება. საკონსტიტუციო სასამართლოც გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, დარწმუნებულია იგი.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"
„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".