შსს-მ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2025
გამოწერა
აქციის მონაწილეები დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშობას აპროტესტებდნენ
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ორი პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის – 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 0 დღემდე ვადით.
დაკავებულთა შორის პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაა.
აქცია მიმდინარეობდა პარლამენტთან, სადაც მონაწილეები აპროტესტებდნენ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშობას, რომელიც ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში მაღალჩინოსნების დანაშაულებს იძიებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს. მორიგი სხდომა პარასკევს გაიმართა.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, სწავლობს შემდეგ საკითხებს:
დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობს შემდეგ საკითხებს:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
აქციები საქართველოში
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს 28 ნოემბრიდან ყოველ საღამოს ატარებენ. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. ევრომაიდანის რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0