https://sputnik-georgia.com/20250328/pacientebi-menj-barzayis-saxsrebis-implantebze-tanagadaxdas-sezleben-292695786.html
დღეიდან პაციენტები მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდას შეძლებენ
დღეიდან პაციენტები მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდას შეძლებენ
Sputnik საქართველო
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა. 28.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-28T19:39+0400
2025-03-28T19:39+0400
2025-03-28T19:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის პაციენტებს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადად უარის თქმა აღარ მოუწევთ. სამინისტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. უწყების ცნობით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group). სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაინერგა თანაგადახდის სისტემაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
დღეიდან პაციენტები მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდას შეძლებენ
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის პაციენტებს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადად უარის თქმა აღარ მოუწევთ.
„პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტოს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს.
მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. უწყების ცნობით, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group). სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაინერგა თანაგადახდის სისტემაც.