https://sputnik-georgia.com/20250327/strasburgis-sasamartlom-gamwvirvalobis-kanonis-winaarmdeg-saias-sarcelis-ganxilva-daiwyo-292688521.html
სტრასბურგის სასამართლომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საიას სარჩელის განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საიას სარჩელის განხილვა დაიწყო
Sputnik საქართველო
2024 წლის 16 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სარჩელი 27.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-27T21:32+0400
2025-03-27T21:32+0400
2025-03-27T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ადამიანის უფლებები საქართველოში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/88/234288801_0:203:3888:2390_1920x0_80_0_0_31da09a525383eecab4fc871d562fd20.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და ათობით სხვა ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებაში.2024 წლის 16 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ და ამ კანონის მძიმე შედეგების გამო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შეიტანა.ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.მოსარჩელეთა თქმით, რეზონანსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს.ესაა მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება), მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე, რადგან მოსარჩელეების შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად - მათ კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.მოსარჩელეები ამ კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.რეზონანსული კანონისაქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/88/234288801_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_65ee08e502148102caeef4821c6fded4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ადამიანის უფლებები საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სტრასბურგის სასამართლომ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საიას სარჩელის განხილვა დაიწყო
2024 წლის 16 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სარჩელი
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და ათობით სხვა ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებაში.
2024 წლის 16 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ და ამ კანონის მძიმე შედეგების გამო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შეიტანა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო „რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივნისში ძალაში შესული კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში და შეავსონ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია.
მოსარჩელეთა თქმით, რეზონანსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვს მუხლს.
ესაა მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება), მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
9 ოქტომბერს სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უარი თქვა კანონის ნორმების ამოქმედების შეჩერებაზე, რადგან მოსარჩელეების შეშფოთება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 38-მა დეპუტატმა 122-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ და მედიაორგანიზაციასთან ერთად - მათ კანონის ნორმების ამოქმედების დროებითი შეჩერება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მოსარჩელეები ამ კანონს რუსულს უწოდებენ, ხოლო ამ კანონის მოთხოვნებს - ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლის „რუსულ მეთოდებს“. ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის საწინააღმდეგო მთელი კომპანია - ეს არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ამ ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების რეალური მიზნების დამალვას ემსახურება.
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.