https://sputnik-georgia.com/20250325/imeretshi-qurduli-samkaros-kavshiristvis-7-piri-daakaves-292651006.html
„კვერცხა“, „კვატია“, „ვატია“: იმერეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 7 პირი დააკავეს
„კვერცხა“, „კვატია“, „ვატია“: იმერეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 7 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 25.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-25T12:42+0400
2025-03-25T12:42+0400
2025-03-25T12:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_26d9f48a2e087fe75c480d5f64cb1b67.jpg
სთბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი შვიდი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 36-დან 52 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო ექვს ბრალდებულს ( მათ შორისაა მეტსახელად „კვერცხა“ და „გოტო“) საგამოძიებო უწყება „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას“ ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის ასევე მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი" ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“). გამოძიებით დადგინდა, რომ „კანონიერი ქურდის“ დავალებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი - შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას. უწყების ცნობით, „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ბრალდებულებმა განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითიც შპს „ანის" ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა და 223-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_9e564294ab055ad882ac3830084520cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
„კვერცხა“, „კვატია“, „ვატია“: იმერეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 7 პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
სთბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი შვიდი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 36-დან 52 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო ექვს ბრალდებულს ( მათ შორისაა მეტსახელად „კვერცხა“ და „გოტო“) საგამოძიებო უწყება „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას“ ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის ასევე მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი" ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“).
გამოძიებით დადგინდა, რომ „კანონიერი ქურდის“ დავალებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი - შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას.
„ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან ,,ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ბრალდებულებმა განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითიც შპს „ანის" ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა და 223-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.