https://sputnik-georgia.com/20250324/qurduli-samkaros-wevrobistvis-7-piri-daakaves-292641340.html
სპეცოპერაცია იმერეთში: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
სპეცოპერაცია იმერეთში: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 24.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-24T14:41+0400
2025-03-24T14:41+0400
2025-03-24T14:41+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. იმერეთში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთთან მდებარე საბითუმო ბაზარს. კერძოდ, დაკავებულები საბითუმო ბაზარში დასაქმებულებს ალტერნატიულ ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბაზარ „ტაბახმელა 2023"-ის დირექტორია. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სპეცოპერაცია იმერეთში: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. იმერეთში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთთან მდებარე საბითუმო ბაზარს. კერძოდ, დაკავებულები საბითუმო ბაზარში დასაქმებულებს ალტერნატიულ ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ბაზარ „ტაბახმელა 2023"-ის დირექტორია.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ტარება 2005 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაულია. 2018 წლიდან სისხლის სამართლის დანაშაული გახდა მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, შეკრებებში, „ქურდული სამყაროს“ დახმარება და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა.
„ქურდული სამყარო" სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
ე.წ. კანონიერ ქურდებს დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობა უკავიათ და ამ სტატუსის მიღება რამდენიმე მოქმედი „კანონიერი ქურდის" რეკომენდაციით „კურთხევის" ცერემონიაზეა შესაძლებელი. ქურდები, ტრადიციულად, ე.წ. გაგებით — წესების ნაკრებით ხელმძღვანელობენ, რომელთა დარღვევა „კანონიერი ქურდის" სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს.